წყალდიდობას საბერძნეთში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

  17:23:55     20-11-2017

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოცამდე გაიზარდა.

მაშველებმა ქალაქ მანდრაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის დაკარგულად 5 ადამინი ითვლება.მანდრას მცხოვრებლები კი ქუჩების და სახლების გაწმენდას უკვე შეუდგნენ, ადამიანები სახლებიდან წყალს ტუმბავებ და გაფუჭებულ ავეჯს ყრიან.

საბერძნეთში წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც ქვეყანაში წინა კვირაში დაიწყო. ადიდებულმა წყალმა დატბორა გზები, ჩანგრეულია რამდენიმე ხიდი, წყალი საცხოვრებელ სახლებში შეიჭრა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ნგრევის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში მშენებლობისას დაშვენული შეცდომებია. უამინდობის გამო სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანდრას გარდა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ქალაქებს მაგულს, ნეა-პერამოსს, ელაფსინს და ასპროპიგროსს.