სამთავრობო ცვლილებების შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება
14:26:18     20-11-2017
სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.
ამ დრომდე უცნობი რჩება ცვლილებების შინაარსი. არ არსებობს ოფიციალური ახსნა - განმარტება, თუ როგორ მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია და რა თანხები დაიზოგება სამინისტროების გაერთიანების შემდეგ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები მექანიკური გაუქმებებია.
„როგორც ჩანს, ეს სამინისტროები უბრალოდ, დეპარტამენტის სახით შეუერთდება სხვა სამინისტროებს და არანაირი გააზრებული გეგმა შესაბამისი, ხელისუფლებას დღეს არ აქვს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე აზრით, ამ ცვლილებების მიმართ სხვა მოტივაცია დგას და საკადრო გადაადგილებები ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა.
საპარლამენტო უმცირესობის მდივნის, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძისთვის საინტერესოა, როგორ მოახერხებს ხელისუფლება საკადრო ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას.
"ამ შეკითხვებზე, ჯერჯერობით, პასუხი არ არის, არც საკადრო მიმართულებით არ შეიძლება ცვლილებების მხარდაჭერა, მითუმეტეს, ასეთ ბუნდოვან ვითარებაში, შეუძლებელია ნდობა გამოუცხადო „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.