"საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მის კონკრეტულ მოქალაქეებს არ იცავს"

  14:15:24     20-11-2017

"საქართველოს ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მის კონკრეტულ მოქალაქეებს არ იცავს".

ამის შესახებ უკრაინიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.


„ჩვენ დღეს უკვე იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც შეიძლება, ჩვენი ქუჩებიდან თავზე წამოცმული ჟურნალისტი გაიტაცონ და ასევე შეიძლება, რომ ჩვენი ჟურნალისტი სხვა სახელმწიფოდან გამოიტაცონ, ასევე თავზე ტომარა ჩამოცმული. იმიტომ, რომ ვიღაცეები შეთანხმდნენ, რომ მათ ინტერესებში ეს შედის... ეს არის სამწუხაროდ, ნათელი მაგალითი იმის, რომ როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს შეეხება საქმე, ამ ქვეყანაში არ არსებობს არც კანონი და არც სახელმწიფო,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს. ისინი გუშინ ფოთის პორტში ბორანით ჩამოიყვანეს.