ახალციხეში მამაკაცმა მეგობარი ქალი დაჭრა

  15:22:16     17-11-2017

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა.

ადგილობრივების თქმით, ქალს ამავე ქუჩაზე ბინა ჰქონდა ნაქირავები. მეგობარმა კაცმა ის ამავე ბინაში დაჭრა. დაჭრილი ქალი დახმარების თხოვნით სურსათის მაღაზიაში შევარდა. 

შსს-ს ცნობით, რომ 30 წლამდე კაცი, პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. უწყება მომხდარს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით იძიებს.