პაკისტანის სამხედრო პარტნიორი ჩინეთი ხდება?

  11:16:44     20-05-2011

ჩინეთის პაკისტანს 50 მოიერიშე JF-17 Thunder - ს გადასცემს. ამის შესახებ შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იუსუფ რეზას პეკინში ვიზიტის დროს გადაწყდა. გარიგების საფასური არ ხმაურდება.

 

ისლამაბადისთვის მოიერიშეების დამატებითი პარტიის გაგზავნის გადაწყვეტილება პეკინმა აშშ-ის ორჭოფობის ფონზე მიიღო, რომელიც ქვეყნისათვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გააწევის შეზღუდვას ეხება. არ არის გამორიცხული, ეს დახმარება ვაშინგტონმა საერთოდაც შეუჩეროს ქვეყანას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, წლების განმავლობაში უსამა ბინ ლადენს თავშესაფარს აძლევდა.

 

ადრე იუწყებოდნენ, რომ პაკისტანისათვის გაწეული ამერიკული დახმარება, 2011 წლისათვის, დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო. მოიერიშეები  JF-17 პაკისტანურ-ჩინური ერთობლივი წარმოების პროდუქტია. დღეისათვის, პაკისტანი ამ მოიერიშეების ორ ესკადრილიას ფლობს. თვითმფრინავს საათში 2,2 ათასი კილომეტრის გაფრენა შეუძლია და აღჭურვილია 23 მილიმეტრიანი ზარბაზნით, მართვადი და არამართვადი რაკეტებით.  თითო მოიერიშის ფასი 20 მილიონი დოლარია.