"საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთია"

  11:49:48     17-11-2017

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილ კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გამოეხმაურა. 

"საქართველოს მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის რუსეთი და მისი დესტრუქციული ქმედებები, რომლებსაც მოსკოვი არ წყვეტს და სხვადასხვა ტემპით და ინტენსივობით აგრძელებს. ყველამ კარგად ვიცით პასუხი ამაზე რა შეიძლება იყოს და ჩვენნაირი ქვეყანა როგორ უნდა მოიქცეს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების მხრივ მუშაობა, სხვა იარაღი ჩვენს ქვეყანას არ აქვს. რუსეთი რჩება ისეთივე დესტრუქციულ ქვეყნად, როგორიც აქამდე იყო."- განაცხადა ჩუგოშვილმა. 

კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კოდას თავზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი დამონტაჟდა.

გუშინ, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება. მათვე დაადასტურეს ინფორმაცია ჭვრინისი-კოდას მონაკვეთზე მავთულხლართების გავლების შესახებ.