ჩინური სარაკეტო კომპლექსი საექსპორტოდ
11:15:29     20-05-2011
ჩინეთმა ექსპორტზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის HQ-16 - ის გატანა დაიწყო, რომელიც რუსული ЗРК „Бук-М2“ - ის ანალოგია. ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები, ჯერჯერობით, არ ხმაურდება.
თუმცა, ცნობილია, რომ რუსული სარაკეტო კომპლექსის მართვადი რაკეტების წონა 328 კილოგრამია და მიზნის განადგურება 50 კილომეტრამდე შეუძლიათ. გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, ჩინური კოპლექსი ჰგავს თუ არა რუსულს ამ მახასიათებლებით.
ჩინური პორტალები წერენ, რომ კომპლექსი თანამედროვე რუსულ-ჩინურ ნამუშევარს წარმოადგენს. პირველი ანალოგიური კომპლექსი კი ჩინეთმა 2005 წელს გამოუშვა. ცნობილია, რომ ჩინური სამხედრო მრეწველობა, ხშირად ახდენს რუსული შეიარაღების კალკირებას. ეს ეხება როგორც სახმელეთო და საზღვაო ტექნიკას, ისე ავიაციას.