სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი დღეს კალიფორნიის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
15:20:16     16-11-2017
სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი, რომელიც 83 წლისაა, მესამე დღეა კალიფორნიის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მენსონის პალატას 5 პოლიციელი იცავს. მენსონს ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ იანვარში ჰქონდა.
ჩარლზ მენსონი უკანონო ვაჟი იყო 16 წლის კეტლინ მედოკისა, რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენდა. იგი 1934 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ოჰაიოს შტატში ქალაქ ცინცინატში. მამამისი იყო ვინმე კოლონელ სკოტი, თუმცა გვარი მენსონს ერგო დედამისის გათხოვების შემდეგ მამინაცვლისაგან, რომელსაც უილიამ მენსონი ერქვა. როდესაც ჩარლი 6 წლის იყო დედამისი 5 წლით ჩასვეს ციხეში შეიარაღებული ძარცვისათვის. იგი იძულებული გახდა ნათესავებთან ეცხოვრა, რომელთა შორის იყო მისი ბიძაც. ეს უკანასკნელი ჩარლის “ნაზ არსებად” მიიჩნევდა და სკოლის პირველ დღეს გოგოს კაბაში გამოწყობილიც კი გაუშვა . როდესაც 11 წლის გახდა, კეტლინი კი გამოვიდა ციხიდან, მაგრამ ბავშვი სახელმწიფოს გადააბარა. შემდეგი წლები მან სხვადასვა ბავშვთა სახლებში გაატარა, საიდანაც ყოველთვის გარბოდა. ერთხელ შტატის საზღვრის დატოვებასაც კი ცდილობდა მოპარული მანქანით, რის გამოც გამოსასწორებელ კოლონიაში 3 წლის გატარება მოუწია.
1955 წლის იანვარში ჩარლზ მენსონი დაქორწინდა 17 წლის როზალი ჟან უილისზე და საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ. 3 თვის შემდეგ ჩარლი ლოს-ანჯელესში დაიჭირეს ისევ იმავე მიზეზით. (შტატის გადაკვეთა მოპარული მანქანით) როზალი ორსულად იყო, ამიტომ სასამართლომ ჩარლის 3 წელი პირობითი სასჯელი მისცა. მიუხედავად ამისა მან კანონი მაინც დაარღვია და მოხვდა ციხეში. მშობიარობის შემდეგ როზალიმ ქმარი მიატოვა და ქალაქიდან გადავიდა. “განთავისუფლებული” მენსონი ჰოლივუდში რამოდენიმე გოგონას სუტინიორი გახდა. 1959 წელს კიდევ დაიჭირეს, ის ცდილობდა გაენაღდებინა მოპარული ჩეკი (37,50) , რის გამოც 10 წელი პირობითი მიიღო. დაახლოებით ამ დროს ჩარლიმ იქორწინა მეორედ ვინმე ლეონაზე, მაგრამ კვლავ ციხეში აღმოჩნდა. საბოლოოდ მიუსაჯეს 10 წელი ციხე. ლეონამ გააჩინა ვაჟი და საბუთები გაყრაზე შეიტანა. ამ დროს მენსონი საენტოლოგიით ინტერესდება. 1967 წელს იგი განთავისუფლდა და პირდაპირ სან-ფრანცისკოში გაემგზავრა, სადაც გაიცნო გოგონა სახელად მერი ბრანერი, იგი გახდა პირველი წევრი ე.წ “მენსონის ოჯახისა”.
ჩარლის თქმით ის ბავშვები, რომლებიც სახელმწიფომ გადააგდო, თავისით პოულობდა მისკენ გზას. მან ყველას ახალი სახელები მისცა. “ოჯახმა” ისინი დებად და ძმებად გადააქცია.ლოს- ანჟელესში გადასვლისას ისინი ერთერთ ფერმაში დასახლდნენ. ეწეოდნენ თავისუფალ ცხოვრებას, იყენებდნენ ნარკოტიკებს და ა.შ.