მადრიდის ერთ-ერთ ბანკში თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა

  14:36:11     16-11-2017

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

გაზეთის ინფორმაციით, ის ზონა, სადაც ბანკის ფილიალი მდებარეობს, პოლიციას აქვს გარშემორტყმული.
მძევლების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია თავდასხმელის მიზანიც.