ნაც-მოძრაობამ, ბათუმის შემდეგ, ქუთაისისა და ხაშურის ოფისებიც გაყიდა - რა ხდება პარტიაში?
18:23:59     16-10-2017
ნაციონალური მოძრაობა ოფისის შენობების გაყიდვას აგრძელებს. კერძოდ, ბათუმის შემდეგ (18 ოქტომბერს), ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისი, პარტიის წევრმა ოზბეგაშვილმა თეა ჯიშკარიანს 110 ათას დოლარად მიყიდა. გაყიდულია ხაშურის ოფისიც.
რა ხდება ნაც-მოძრაობაში და რატომ იყიდება ოფისის შენობები?
„პრესა.ჯი“, თავდაპირველად, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი პატარაიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისი ადგილმდებარეობას იცვლის (სავარაუდოდ, თამარ მეფის ქუჩაზე გადადის).
[I=4]გიორგი პატარაიამ სხვა დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალ-გასავლის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია აუდიტის სახელმწიფო სამსახურს აქვს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გამოთხოვა.
ქუთაისის ოფისის გასხვისებამდე კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმისა და ხაშურის ოფისებიც გაყიდა.
პარტიის ხაშურის ფილიალის ფართის გაყიდვის ფასი იმდენად მიზერულია (25 ათასი ლარი), რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ქონებას სასწრაფო წესით ასხვისებს.
რაც შეეხება ბათუმს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აღარც იქ არსებული ოფისის შენობა ეკუთვნის. სამსართულიანი შენობა პარტიამ სულ რაღაც 260 ათას დოლარად გაყიდა. თანხა კი, ნაწილ-ნაწილ აიღო.
შენობა, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისი იყო განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
[I=3]ამიტომ, ამ და სხვა საკითხებში უკეთ გასარკვევად, „პრესა. ჯი“, პატარაიას შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ესაუბრა.
„მე მსგავი საკითხების საქმის კურსში არ ვარ, რადგან ეს პარტიის აპარატს ეხება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იქ მოითხოვოთ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
შესაბამისად, „პრესა.ჯი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთ ლიდერს, ზურაბ მელიქიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისში ოფისი არასდროს ჰქონია.
[I=2]„ქუთაისში პარტიული ოფისი არასდროს გვქონია. ოფისს ვქირაობდით, ალბათ, 9 წლის განმავლობაში და იმდენ ხანს მოგვიწია იქ ყოფნამ, რომ საზოგადოებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ის ჩვენი საკუთრება იყო“,- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ რომ ქუთაისის ოფისის ფართის მფლობელი, პარტიის აქტიური მხარდამჭერი და წევრია...
შეკითხვაზე კი, უკავშირდება თუ არა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში საოფისე ფართების გაყიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსურ პრობლემებს, ზურაბ მელიქიშვილმა განმარტა, რომ „გაჭირვების გამო არავინ არაფერს არ ყიდის“.
„გაჭირვების გამო, არავინ არაფერს არ ყიდის. ყოველთვის საჯარო იყო ფინანსურ საკითხთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია.
თავის დროზე, რუსთავის ოფისის გაყიდვა საერთაშორისო დონეზეც გამოვაცხადეთ და ყველა სახის ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით“,- მიიჩნევს მელიქიშვილი.
მართალია, ბატონი ზურა ირწმუნება რომ ნაც-მოძრაობა ოფისებს პრობლემების გამო არ ასხვისებს, თუმცა, ვერც იმას აკონკრეტებს, რას უკავშირდება პარტიის ქონების მასობრივი გაყიდვის ფაქტები.