ნიგერიაში მომხდარ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

  12:48:22     16-11-2017

ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში ოთხი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა 29 კი დაშავდა.

თავდამსხმელებს შორის ორი ქალიც იყო. ტერორისტებმა თავდასხმა ქალაქის ოთხ სხვადასხვა ადგილზე განახორციელეს.

ამ დრომდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.