უბედური შემთხვევა ზუგდიდში - 7 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

  18:00:15     15-11-2017

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე 7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი შემთხვევის დროს მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.