კიევში ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

  17:09:21     15-11-2017

კიევის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებმაც უკრაინის დედაქალაქში ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს.

როგორც კიევის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე.

მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფის წევრებმა ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და ჩანთა წაართვეს, რომელშიც დიდი ოდენობით ფული იდო. ისინი დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს.

დაკავებისას მათ ამოუღეს იარაღი. გამოძიება მუშაობს ამ ჯგუფის მიერ სხვა ანალოგიური დანაშაულის ჩადენის ფაქტების დადგენაზე.