ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს: გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი
16:38:27     15-11-2017
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოგა ონიანი პოლიტპატიმარი არ არის.
ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი. მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
"საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - ეს პატიმარი გოგა ონიანია" - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება.
მისივე თქმით,”ქართულ ოცნებაში” არის რაღაც განუმეორებლად საბჭოთა, როცა ქვეყნის შენებისა და განვითარების საქმეში სრული უუნარობის კომპენსირება ძალადობითა და პოლიტიკური დევნით ხდება.
"საქართველოში გაჩნდა კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი და ეს პატიმარი არის გოგა ონიანი. 2012 წლიდან გოგა ონიანი იყო აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა არა ერთ საპროტესტო აქციაში და იყო პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი, მათ შორის აქციებზე დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ სამართალის უზენაესობა განხორციელდა, როდესაც ამ საქმეში არც გამომძიებელი არ არის დაპატიმრებული და გასამართლებული, არც პროკურორი და არც ის პოლიციელები, რომლებიც საქმეში ”გადიოდნენ”. კარგად გესმით, თუ რანაირ სამართლის უზენაესობას აქვს ადგილი!”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ადვოკატი გოგა ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.