8 წლის ბიჭმა ზღვაში ხუთი ადამიანი გადაარჩინა

  12:40:46     15-11-2017

8 წლის ბიჭმა, სტეფან უილიამსმა, 48 საათის განმავლობაში ზღვაში ხუთი ადამიანი გადაარჩინა.

სტეფანი დიდი ბრიტანეთიდანაა. ნაოსნობისას მან შენიშნა, რომ დიდ ქვაზე სამი ტურისტი იდგა და შველას ითხოვდა. მან უცნობები თავისი რეზინის ნავით სანაპიროზე გამოიყვანა. 

მეორე დღეს, იგივე ქვასთან მან ორი თინეიჯერი დაინახა, რომლებიც ნაპირზე ვერ გამოდიოდნენ და ხელებს იქნევდნენ. უილიამსმა ისინიც უსაფრთხოდ გამოიყვანა სანაპიროზე.

8 წლის ბიჭის დედ-მამა მაშველები არიან. სწორედ მათგან ისწავლა ბევრი რამ სტეფანმა. ის იმედოვნებს, რომ როდესაც 17 წლის გახდება, მაშველების ნამდვილ გუნდს შეუერთდება.