"მთავრობის შემცირება მოცულობაში იწვევს ასევე ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას"

  12:11:14     15-11-2017

"მმართველობის რეფორმა არის პრემიერ - მინისტრის და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და როგორ მოხდება რესურსების გადანაწილება, ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პრემიერ–მინისტრი პარლამენტში გეგმას წარადგენს".

​ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არ არის ერთდღიანი პროცესი და სჭირდება დრო, რომ მოხდეს დეტალურად განხილვა, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და რომელი სამსახურები სად გადადის. 

"პირველ რიგში, ეს არის გამიზნული იმისათვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, კოორდინაციის მექანიზმები გახდეს კიდევ უფრო სწრაფი და მოქნილი და ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვინია, რომ მთავრობის შემცირება მოცულობაში იწვევს ასევე ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. რა მიმართულებით მოხდება რესურსების გამოთავისუფლება ამას დავინახავთ მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი დეტალურ გეგმას წარმოადგენს პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.