განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას გამართავს
10:18:10     15-11-2017
განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას გამართავს.
სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშნული მამუკა ბახტაძე და განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
სხდომაში ახალი სტატუსით მონაწილეობენ ასევე დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც უკვე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს და გიორგი გახარია, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
დღის წესრიგით სულ 7 საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის პირველი სწორედ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხია.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარადგენს.