"სტუდენტმა გვამზე უნდა ისწავლოს, აბა, ცოცხალ ადამიანებზე ხომ ვერ ისწავლის"
17:24:35     14-11-2017
პარლამენტის განათლების კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მოქმედ კანონში ერთი მუხლის ახალი რეგულაციები დააზუსტა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით მომზადდა. საქმე ეხება უპატრონო გვამის სასწავლო-სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენებას, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის, ან მემკვიდრეობაზე უფლებამოსილი პირის დადგენა და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
„პრესა.ჯი“ პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრს, გუგული მაღრაძეს ესაუბრა:
- თქვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სასწავლო-სამეცნიერო სფეროსთან გაქვთ შეხება და იქნებ, განმარტოთ, ამ კუთხით, რატომ გახდა აუცილებელი დამატებითი რეგულაცია მოქმედ კანონში?
- დღევანდელი ცვლილება კანონმდებლობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოიყენონ გვამური მასალა სწავლის პროცესში, სიახლეს არ წარმოადგენს. ეს იყო საბჭოთა კავშირის დროსაც და დღესაც ყველა ქვეყანაში ასე ხდება. კვალიფიციური ექიმი ისე ვერ მომზადდება, თუკი მას გვამურ მასალასთან მიღწევადობა არა აქვს. ისე, როგორც წიგნი სჭირდება სხვა სპეციალობას, ისე სჭირდება გვამი სამედიცინო დარგის მუშაკებს. უბრალოდ, დაზუსტდა მონაცემები რამდენ ხანს უნდა იყოს გვამი შენახული, როგორ მოხდეს ამა თუ იმ გვამის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის და ა.შ.
- რელიგიური და ტრადიციული შეხედულებებიდან გამომდინარე, ხომ არ არის მოსალოდნელი რომ ამ საკითხზე საზოგადოებრივი პროტესტი გამოითქვას?
- არავითარი პროტესტი, ეს კანონი 2007 წელშია მიღებული, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული ფორმულირებებია გაწერილი. დაზუსტდა გვამის შენახვის ვადა 6 თვემდე და სხვა დეტალები. რეგულაციის გარეშე უპატრონო მიცვალებულს გვამად ვერ იყენებენ, მას სახელმწიფო მარხავს. ახლა ვიდრე მიცვალებულს სახელმწიფო დამარხავს, თუკი 6 თვის განმავლობაში პატრონი არ გამოჩნდა, მაშინ შეიძლება მისი გამოყენება სასწავლო პროცესში და ამის შემდეგ დამარხავს სახელმწიფო. სამედიცინო დარგში სწავლების მოწესრიგების მიზნით სტუდენტმა გვამზე უნდა ისწავლოს, აბა, ცოცხალ ადამიანებზე ხომ ვერ ისწავლის.
- როგორ აფასებთ სამთავრობო ცვლილებებს, რომელსაც სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან ერთად გარკვეული მინისტრების თანამდებობიდან დათხოვნაც მოჰყვა?
- ეს არის ნორმალური პროცესი, ყველა ქვეყნის ცხოვრებაში ხდება და ასეა ჩვენთანაც. ახალი ამოცანები, ახალი ხალხია და ოპტიმიზაცია საჭიროა. ამას „ქართული ოცნება“ ხალხს თავის დროზე დაჰპირდა, რომ ნაკლები სამინისტროებით გაკეთდეს საქმე. მთავარია, საქმე გაკეთდეს ეფექტურად და ეს ცვლილება ჩატარდა ანალიზის საფუძველზე, რომ შესაძლებელია ასეთი ოპტიმიზაცია საქმის გაფუჭების გარეშე მოხდეს.
- ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობამ გადაწყვეტილებები წინასწარი გათვლის, ანალიზის გარეშე განახორციელა და ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი და პარლამენტში ერთგზის უკვე განხილულია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ამაზე ლაპარაკი დიდი ხანი იყო და ძალიან კარგად იცით, რამდენი ხანია ტრიალებს თემა რომ ევროინტეგრაცია საგარეოს შეუერთდებოდა და ა.შ. საკითხი მომწიფებული იყო და როცა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს. მერე რა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მომზადებული აქვს, შევა მასში შესაბამისი ცვლილებები. უბრალოდ, ჩვენ უფრო ინტენსიურ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, ვიდრე ამ ცვლილებების გარეშე მოგვიწევდა.
- თქვენი აზრით, რატომ გადააყენეს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა?
-მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ განათლების სამინისტროში მან ძალიან ბევრი და კარგი სიახლეები შემოიტანა. განათლება კონსერვატიული დარგია და ბევრ სიახლეს ერთად ვერ იტანს ხოლმე. შეიძლება ამის შედეგი იყოს ეს გადაწყვეტილება.
- ანუ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობიდან დათხოვნით განათლების სფეროში სიახლეების დანერგვის პროცესი შენელდება და ეს იქნება მისაღები მთავრობისთვის?
- არა, მხოლოდ საკადრო ცვლილებას კი არ ვგულისხმობ, არამედ მიდგომებია ხოლმე სხვადასხვანაირი, მაგრამ ბევრი ახალი მიდგომა ერთად, ხშირად განათლების სისტემისთვის ძნელად გადასახარშია ხოლმე. თანდათანობა უფრო მოსწონს განათლებას, ვიდრე რევოლუციური ცვლილებები. ჩემი ვარაუდია, რომ მიზეზი ეს უნდა იყოს, თუმცა, მიმაჩნია, რომ ბევრი იდეა რაც სანდროს ჰქონდა, თავისთავად კარგი იყო. შეიძლება ამ იდეების განხორციელებას სხვა ეტაპებიც სჭირდებოდა. მეორე მხრივ, ვინც დაინიშნა, არის ძალიან კარგი გამოცდილების მქონე ადამიანი, დასავლური განათლების გამოცდილების მქონე. მას დისერტაცია უცხოეთში აქვს დაცული, მუშაობდა უცხოეთში. ჩვენთვის მთავარია, ისეთი ცვლილებები მოხდეს, რომ ჩვენი განათლების სისტემა მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო განათლების სისტემას.
- მიხეილ სააკაშვილის ბებია რომ გარდაიცვალა, გაიგებდით და ასევე ცნობილია თქვენი ახლობლობა...
- რას მეუბნებით, საწყალი... კი ვიცნობდი, მაგრამ 2006 წლის მერე კონტაქტი აღარ მაქვს. თუმცა მზია საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი იყო, იქნებოდა ალბათ, 90 წლის.
- მთავრობის შემოთავაზებული ცვლილებებით, დაგეგმილია დამოუკიდებელი საგამოძიებო შექმნა, რომლის შესახებ კრიტიკული მოსაზრებები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ასეთი უწყება იყოს მიუკერძოებელი?
- კარგია, როდესაც არსებობს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოძიებას ახორციელებს დამოუკიდებლად ისე, რომ სამართალდამცავი, ან სხვა ტიპის ორგანოს დაქვემდებარებაში არ არის. მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი ექნება. მიმაჩნია რომ კახა კახიშვილი, რომელიც ამ სტრუქტურის ხელმძღვანელად ინიშნება, არის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც საზოგადოების, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ის შეძლებს იყოს მართლა დამოუკიდებელი ორგანო.
- დადასტურებულად იცით, რომ სწორედ კახა კახიშვილი იქნება იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც სტრუქტურულად ჯერ არც შექმნილა?
- რა ვიცი, ასეთი ინფორმაცია არსებობს და არა მგონია შეიცვალოს. ყველა შემთხვევაში, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო რომ იარსებებს საქართველოში, ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი. მე პირადად ვისურვებდი, რომ ეს ადამიანი იყოს ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი.