ტერეზა მეიმ რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში ჩარევასა და კიბერშეტევაში დაადანაშაულა
12:27:56     14-11-2017
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში ჩარევასა და კიბერშეტევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს „ძირი გამოუთხაროს თავისუფალ საზოგადოებას“.
„რუსეთი „ფეიქ ნიუსებს“ ავრცელებს, რათა დასავლეთში განხეთქილებას შეუწყოს ხელი. ლონდონს არ სურს მუდმივი კონფრონტაცია რუსეთთან, თუმცა ბრიტანეთი თავის ინტერესებს დაიცავს, რუსეთი შეიძლება გახდეს დასავლეთის ღირებული პარტნიორი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წესების მიხედვით ითამაშებს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი პუტინისადმი მესიჯი მარტივია: მან სხვა გზა უნდა შეარჩიოს და არა ის გზა, რომლითაც მოხდა ყირიმის ანექსია და ევროპის ქვეყნებზე კიბერშეტევების განხორციელება.
მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცე და განხეთქილებისა და კიბერშეტევის კამპანიას მიზანმიმართულად ატარებდა.
„ვიცით რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ, ვინაიდან სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიის მდგრადობას“, - აღნიშნა ტერეზა მეიმ.