ბრაზილიაში აბორტის სრულად აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ დემონტრაციაზე ათასობით ქალი გამოვიდა

  10:49:29     14-11-2017

ბრაზილიაში აბორტის სრულად აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ დემონტრაციაზე ათასობით ქალი. ქვეყანაში აბორტის სრულად აკრძალვის შესახებ ჩანაწერის შეტანა ხელისუფლებას კონსტიტუციაში სურს.

გასულ კვირას პარლამენტის სპეციალური კომიტეტის დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს. ყველა დეპუტატი, რომელმაც ხმა აბორტის აკრძალვის ჩანაწერის კონსტიტუციის დონეზე დაკანონებას მისცა, კაცი იყო.

თუკი ამ შესწორებას პარლამენტი მიიღებს, მაშინ ბრაზილიაში აბორტი ყველა შემთხვევებში, მათ შორის, მაშინაც თუკი დედას საფრთხე ემუქრება, ან ფეხმძიმობა გაუპატიურების შედეგია, აბორტის გაკეთება აიკრძალება.