პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
10:40:21     14-11-2017
შიდა ქართლის პოლიციელებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.