"აშშ-მა და რუსეთმა გაიყვანონ ჯარები სირიიდან და კრიზისი მოგვარდება"

  18:30:24     13-11-2017

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-სა და რუსეთს სირიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, ეს კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრას შეუწყობს ხელს.

"ძალისმიერი გზით კრიზისები არ გვარდება. ამერიკელებს სირიაში 13 ბაზა აქვთ, რუსებს კი- 5. გაიყვანონ თავიანთი ჯარები სირიიდან და კრიზისი პოლიტიკური გზით მოგვარდება,“-აღნიშნა ერდოღანმა.