ალექსანდრე ჯეჯელავა, შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს
14:18:51     13-11-2017
პრემიერ-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლას სთავაზობს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ორ ახალ წევრთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება ალექსანდრე ჯეჯელავამ თავად უნდა მიიღოს, თუმცა მისივე თქმით, მას დიპლომატიური სამსახურში გადასვლა შესთავაზა.
"ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნეს საქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია“, - განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძესთან და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრისას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრის პოსტზე თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა.