სატაცური სოკოს სოუსში

  10:37:18     20-05-2011

მასალა:

500 გრამი სატაცური

ცოტა მარილი

1 სუფრის კოვზი კარაქის, 1 სუფრის კოვზი ფქვილის და ½ ჭიქა ქათმის ბულიონისაგან მომზადებული სოუსი

100 გრამი სოკო

მუსკატის კაკალი

2 კვერცხის გული

გასუფთავებული სატაცური მოვხარშოთ მარილიან წყალში და ვაცალოთ გაციება. კარაქის, ფქვილისა და ქათმის ბულიონისაგან მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი. შამპინიონი წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ კარაქში და დავამტოთ ნაღები. შეგვიძლია ასევე დავამატოთ ლიმონის წვენი, მუსკატის კაკალი და ნიორი, მოვაყაროთ მარილი დაა პილპილი. დავამატოთ 2 კვერცხის გული და ვაცალოთ შეგრილება. სოუსი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ.