სალათა პრაღულად
10:36:39     20-05-2011
მასალა:
150 გრამი შემწვარი ხბოს ხორცი
150 გრამი შემწვარი ღორის ხორცი
150 გრამი მჟავე კიტრი
100 გრამი ხახვი
100 გრამი ვაშლი
პილპილი, მაიონეზი, მწვანილი, ლიმონის წვენი ან ძმარი - გემოვნებით.
ყველა კომპონენტი დავჭრათ ზოლებად, მოვასხათ ლიმონის წვენი ან ძმარი და გადავურიოთ მაიონეზში. სურვილისამებრ, შეგვიძლია დავაყაროთ პილპილი. შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილით.