რა ცვლილებებია მოსალოდნელი დღეს მთავრობაში?

  08:51:49     13-11-2017

„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა.

მმართველი გუნდის წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მათ ის ცვლილებები გააცნო , რომლის თაობაზეც დღეს ისაუბრებს საჯაროდ.

ცნობილი გახდა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება. გაერთიანდებიან ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები.

შეგახსენებთ, რომ  გიორგი გაჩეჩილაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდებოდა, ის ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

როგორც დეპუტატები ამბობენ ოპტიმიზაცია, რომელიც განხორციელდება, ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებსაც.

გარდა ამისა, დღესვე ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისის ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი.