თურქი მხატვარი: "საქართველოში ქალები უფრო ინიციატივიანები არიან, მამაკაცებზე მეტს მუშაობენ"
23:36:03     11-11-2017
რუბრიკა "უცხოელის თვალით დანახული საქართველო" თურქ მურატ ალუქლუს გაგაცნობთ, თავისუფალ მხატვარს, რომელმაც მსოფლიოს შემოვლა ველოსიპედით გადაწყვიტა. პირველი ქვეყანა, რომელსაც ეწვია, საქართველოა.
აქ ოთხი თვე გაატარა და ახლა ჯერ სომხეთში, მერე აზერბაიჯანში, ირანში, ყაზახეთსა თუ სხვა აზიურ ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავს. ბოლოს ამერიკაში უნდა მოხვედრა და იქიდან სამშობლოში დაბრუნება.
პირველი კილომეტრები
2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში შემოსვლა ვალეს სასაზღვრო პუნქტის გავლით გადავწყვიტე და არა კარგად გათელილი შავი ზღვის სანაპიროთი.
საზღვარს გადმოვცდი და საოცრად თვალწარმტაც ადგილას ამოვყავი თავი. მთებზე მუქი მწვანე, ყვითელი და წითელი ფერები ლივლივებდა, შორს დათოვლილი მწვერვალები მოჩანდა, გზა კი ულამაზეს ბუნებაში მიიკლაკნებოდა. ველოსიპედით მოგზაურობა და ამ მშვენიერების ცქერა საინტერესოც იყო და უდიდესი სიამოვნებაც. სწორედ ამიტომ ღირს მსოფლიოს მონახულება.
ვალე, საქართველო
პირველი, რამაც მაშინ გამაოგნა, ის იყო, რომ გზად შემხვედრ ლამის ყველა სოფელსა თუ დაბაში სომხები ცხოვრობენ. მე ქართულად ვეუბნებოდი გამარჯობას, პასუხად კი მესმოდა "ბარევ".
იმანაც გამაკვირვა, რომ მაღაზიებში ძალიან ბევრი თურქული საქონელი იყიდება და იმანაც, რომ ქართული ვალუტა უფრო ძვირია, ვიდრე თურქული ლირა. არა, დიდი სხვაობა კი არ არის, მაგრამ ლარი ლირაზე ძლიერი აღმოჩნდა.
კულტურული შოკი
თბილისამდე გზას ოთხი დღე მოვუნდი. ქალაქში შემოსულს კი თავისუფლების საოცარი განცდა დამეუფლა; თავისუფლებისა, რომელიც თითქოს ჰაერში დაფარფატებს - ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩაბანდებშიცა და ფართო პროსპექტებზეც, ქალაქის ცენტრშიცა და გარეუბნებშიც. მოკლედ რომ ვთქვა, თბილისი თავისუფლების ქალაქია!
თბილისის ძველი უბანი
აქ ჩამოსვლამდე ბევრი მეუბნებოდა, რომ საქართველო საოცრად სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ინტერნეტშიც ბევრი წამიკითხავს ამ თემაზე. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი აქ ყოფნის ოთხი თვის განმავლობაში არავის მივუწვევივარ განთქმულ ქართულ სუფრაზე. ასე მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვე, განსაკუთრებული და სწორედ ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი...
ქართული სუფრა
როცა ველოსიპედით მოგზაურობ, ფინანსების საკითხი მოგვარებული უნდა გქონდეს. თბილისი ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და ფული გამეკეთებინა.
სამუშაო შედარებით სწარაფად ვიშოვე - ვიდეოგრაფად მოვეწყვე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათი სასწავლო ცენტრი აქვს. ჩემს მოვალეობაში ამ ცენტრების საქმიანობის შესახებ მცირე ვიდეომიმოხილვების გაკეთება შედიოდა. სხვათა შორის, ესეც ერთგვარი შემოქმედებაა და დიდი ინტერესით ვეკიდებოდი.
შუა ქუჩაში
საკუთარი თავი თავისუფალ მხატვრად მიმაჩნია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი აზრები ისე გამოვხატო, როგორც მინდა. და თბილისმა ამის შესაძლებლობა მომცა.
ჩემი ერთ-ერთი აქცია ძალიან მარტივი იყო. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა ქალაქის ცენტრში, ტორტუარზე პატარა მაგიდა დავდგით და ზედ თეფშები, დანა-ჩანგალი, ხელსახოცები, შანდლები, ქართული და თურქული კერძები დავალაგეთ. ამით გვინდოდა ხალხი მიგვეხვედრებინა, რომ "საფუძვლიან" სადილს ვაპირებდით და არა წახემსებას. მერე კი მაგიდას მივუსხედით და ჭამა დავიწყეთ.
ამ აქციის მიზანი ის იყო, რომ სამსახურებიდან შესვენებაზე გამოსული ადამიანებისთვის გვეთქვა: ქალაქში არსებული საცობები ხელს გიშლით, დრულად ისადილოთ და სამსახურში დაბრუნებაც არ დაგაგვიანდეთ-თქო.
თბილისელები საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ მგზავრობდნენ, ასეთი უზარმაზარი საცობები კი არ იქნებოდა გზებზე და ქალაქიც შვებით ამოისუნთქებდა.
კიდევ უკეთესი იქნებოდა, თუ ტრანსპორტად ველოსიპედს აირჩევდნენ, რასაც ორმხრივად დადებითი შედეგი ექნებოდა: უკეთესი ჯანმრთელობა, უკეთესი ეკოლოგია.
თურქეთი VS საქართველო
მეზობლობის მიუხედავად, თურქეთი და საქართველო ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პირველი, რაც ამ კუთხით შევნიშნე, ისაა, რომ აქ ხალხი უფრო გვიან იღვიძებს, ვიდრე თურქეთში. ხშირად მომხდარა ისე, რომ ადრიანი დილით გაღებული მაღაზია ვერ მინახავს, რომ ახალი პური ან სხვა პროდუქტი მეყიდა.
აქ ქალები უფრო ინიციატივიანები არიან. ის კი არა, მეჩვენება, რომ ქალები მამაკაცებზე მეტს მუშაობენ. და ეს მაშინ, როცა თურქეთის ზოგ დასახლებაში გარეთ გამოსულ ქალს თვალსაც ვერ მოჰკრავ.
ეს შესაძლოა რელიგიის გავლენითაც აიხსნას: ტრადიციულად, მუსლიმურ ქვეყნებში ქალები საშინაო, ოჯახური საქმეებით არიან დაკავებულები და სახლს გარეთ ნაკლებად მუშაობენ. მე ეს კონსერვატიზმად მიმაჩნია.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოც საკმაოდ კონსერვატული ქვეყანაა. წინაპართა ტრადიციები ღრმადაა ფესვგადგმული და პატივსაც სცემენ. თანაც აქ ბევრია მორწმუნე.
საქართველო, კერძოდ, თბილისი, ჩემთვის ერთ პაწაწა მიწაზე სხვადასხვა ხალხების შეხმატკბილებულად თანაცხოვრების მაგალითად იქცა; ხალხებისა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთსაც და ქვეყანასაც და უყვართ თავისუფლება.
ამიტომაც, სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას გულით თან წავიღებ საქართველოს.
წყარო: "სპუტნიკ-ჯორჯია"