"ნინო გვენეტაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს"
14:39:51     10-11-2017
საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. სპეციალური განცხადება უწყების ვებგვერდზე გავრცელდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა სახელდებოდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლე უვადოდ 20 ოქტომბერს გაამწესა. ამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე იუსტიციის საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ზეწოლას ახდენენ.