ზვიად გამსახურდიას ოჯახი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს
12:34:32     10-11-2017
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
როგორც ადვოკატი ამირან გუაშვილი აცხადებს, ოჯახი გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე მთავარი პროკურატურისგან საქმის მასალებს ამ დრომდე ელოდება.
„ჩვენი მიზანი მდგომარეობდა იმაში , რომ საქმის მასალებს სრულფასოვნად გავეცნოთ, თუნდაც 24 წლის შემდეგ შევაფასოთ, რა უნდა გაკეთებულიყო გამოძიებაში, რა არ გაკეთდა მიზანმიმართულად და რა ვერ გაკეთდა ობიექტური მიზეზების გამო.
ჩვენი მიზანი რომ მივმართოთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს და შემდგომში გამოძიება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით განხორციელდეს, რჩება ძალაში“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, კონსტანტინე გამსახურდია პროკურატურამ დაზარალებულად ერთი თვის წინ ცნო. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანიდან მკვლელობის მუხლით 2015 წელს გადაკვალიფიცირდა.