"მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვა არ დაწყებულა"

  14:24:13     09-11-2017

"მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვა არ დაწყებულა".

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება თუ არა დავით სერგეენკო. 

“საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატი არ განიხილება. კანდიდატების განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.