გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული

  14:01:52     09-11-2017

"9 თვის მდგომარეობით, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული." 

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი  95 %-ით არის შესრულებული.

"გრძელდება განხილვა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებთან დაკავშირებით. ჩვენ 9 თვის მდგომარეობით, გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული შემოსავლების ნაწილი. შემოსავლების ნაწილში მათ შორის აღსანიშნავია საგადასახადო შემოსავლები, სადაც დაახლოებით 200 მილიონი ლარით გვაქვს გადაჭარბება. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 95.9%-ია, წლიურ გეგმასთან მიმართებაში კი თითქმის 75%, რაც ნიშნავს რომ კვარტლების მიხედვით ხდება მაქსიმალურად გათანაბრებული ხარჯვა, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში დღეს განიხილება.