პუტინი და ტრამპი ერთმანეთს 10 ნოებერს შეხვდებიან

  12:38:12     09-11-2017

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს 10 ნოემბერს ვიეტნამში შეხვდებიან.  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამჟამად განვიხილავთ შეხვედრის დროს. ეს შეხვედრა 10 ნოემბერს შედგება“, - განაცხადა იური უშაკოვმა.

შეხვედრა შედგება აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირი შეხვედრა ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.