„ფეისბუქი“ მომხმარებლებს ინტიმური ფოტოების გავრცელებისგან დაიცავს

  15:27:14     08-11-2017

„ფეისბუქი“ ოთხ ქვეყანაში "პორნო-შურისძიების" სისტემას დატესტავს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წინასწარ აცნობოს სოცქსელს პრობლემატური ფოტოების შესახებ.

„ფეისბუქთან“ თანამშრომლობის შესახებ ავსტრალიელმა კომისარმა ჯული ინმან-გრანტმა განაცხადა.

მისი თქმით, ინტიმური ფოტოების საჯარო პუბლიკაციისგან თავის ასარიდებლად, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებმა წინასწარ უნდა გაუგზავნონ ფოტოები საკუთარ თავს „მესენჯერის“ ჩატში. „ფეისბუქის“ სერვერზე, ამ სურათებს სპეციალური ციფრული "ანაბეჭდი" შეექმნება. "თუ ვინმე შეეცდება ატვირთოს სოცქსელში "ანაბეჭდიანი" ფოტო, სისტემა მას გააჩერებს და ფოტო არ აიტვირთება", - აცხადებენ კომპანიაში.
ინმან-გრანტის თქმით, ფოტო „ფეისბუქის“ სერვერზე არ შეინახება. როდის ჩაეშვება ეს სისტემა მასშტაბურად ჯერჯერობით უცნობია.