ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ

  14:03:12     08-11-2017

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ.

პოეტს 9 ნოემბერს, 11:00 საათისთვის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება და სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.