ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

  13:31:25     08-11-2017

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, რაც თქვენს პროფესიას გამორჩეულს ხდის.

​ადვოკატის პროფესიას თავად ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია იცავს, რომლის ახალი რედაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თქვენს დამოუკიდებლობასა და პროფესიულ გარანტიებს.


ეს თავისთავად მეტყველებს თქვენი - ადვოკატების განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ამ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში"- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც წერილში.