უკრაინამ შესაძლოა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს
11:30:13     08-11-2017
უკრაინის მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის საკითხზე, უკრაინის უმაღლეს რადაში მომავალ კვირას იმსჯელებენ.
პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატის ივან ვინიკის განმარტებით, ეს საკითხი დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონის ფარგლებში განიხილება. ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შორის მედიატორის როლი ბელარუსს ან შვეიცარიას დაეკისრება.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი კანონი 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, დონბასისთვის სპეციალური სტატუსის გაგრძელების შესახებ კანონი ძალაში შევიდა.
დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული სტატუსი თავდაპირველად 2014 წლის 18 ოქტომბერს სამი წლით ამოქმედდა.