მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კვირას კიევში მარშის მოწყობას გეგმავენ

  11:20:04     08-11-2017

მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კვირას კიევში მარშის მოწყობას გეგმავენ. მოქმედების გეგმა ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა რადასთან შეკრებილებს გუშინ საღამოს გააცნო.

სააკაშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში ერთი მოსმენით მიღებული ცვლილებები ხალხის გამარჯვებაა.
თუმცა ბრძოლა პლენარულ სხდომაზე იმპიჩმენტის შესახებ კანონის განხილვისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონპროექტის ინიცირების მოთხოვნით გრძელდება.


“დღეს პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ამ ადგილმა, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამათ სცადეს ჩემი შანტაჟი საქართველოში დეპორტაციით და ძალიან ცუდად დაამთავრებენ, იმიტომ რომ არ იციან რომ ჩემი შანტაჟი არის შეუძლებელი. ამიტომ ვნახეთ ხალხი როგორ რეაგირებს და ასე გაგრძელდება. დღევანდელი გამარჯვება იყო მხოლოდ დასაწყისი გამარჯვებისა. მე ძალიან მაგონებს ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციის კლიმატს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.