პარლამენტი ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის განხილვას დაიწყებს
11:04:01     08-11-2017
პარლამენტი ქვეყნის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის განხილვას დღეს დაიწყებს.
ოპოზიციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ.
მმართველი გუნდი არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც შედეგად ლარის გაუფასურებას იწვევს.
„ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი, რომლის პირობებშიც ვერ გაიზარდა პენსია და მაინც ნახულობს ხელისუფლება ათი ათასობით ლარს იმისთვის, რომ ჯილდო, დანამატი და ათასი სხვა სახელი მოუძებნოს საკუთარი ფუფუნებისთვის გამოყოფილი სახსრების გაზრდას, მაგრამ სოციალური დაპირებები რა თქმა უნდა ვერ განხორციელდა,“-განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძროაბის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
საქმე ეხება პრემია დანამატებსა და საგარეო ვალის ზრდას.
„ხდება მილიონობით ლარის დახარჯვა პრემია დანამატებში, ხოლო ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელებაში არის მნიშვნელოვანი შეფერხებები და ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა არ აისახება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებები ცნობილი საკომიტეტო განხილვების შემდეგ გახდება.