ირანსა და საუდის არაბეთს შორის კონფლიქტი მწვავდება
15:47:00     06-11-2017
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ.
ვერტმფრენმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როცა დელეგაცია იემენის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა მატულობს.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს, რომელთაგანაც 4 მოქმედი მინისტრი იყო. დაკავებულ პრინცებს მექრთამეობის, გაფლანგვის, ფულის გათეთრების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს.
კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პრინცს შორის, საქართველოს საპატიო მოქალაქე, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდია.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა.
საუდის არაბეთმა ირანი ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ ამას ომის გამოცხადებად მიიღებს.
როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლება აღნიშნავს, გამოძიებით დადგინდა, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტები ირანის მიერ არის წარმოებული. ოფიციალური უწყების ცნობით, საუდის არაბეთს მიაჩნია, რომ ხუსიტებმა იარაღი და ბალისტიკური რაკეტები ირანის კონტრაბანდისტული ხომალდების დახმარებით მიიღეს.