ამერიკელი სუროგატი, ორსულობის დროს კიდევ ერთხელ დაორსულდა
15:25:52     06-11-2017
აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიის შტატში იშვიათი შემთხვევა მოხდა . ამერიკელი ჯესიკა ალენი, რომელიც უშვილო წყვილისთვის ხელოვნური განაყოფიერების გზით იყო ფეხმძიმედ, მეორედ დაორსულდა.
როგორც ექიმები განმარტავენ, ამ მოვლენას სუპერფეტაცია ეწოდება და იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ სამედიცინო ლიტერატურაში სულ ათიოდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
ეს მოვლენა ცხოველთა სამყაროში უფრო გავრცელებულია, მაგალითად: მღრღნელებში, კურდღლებში, ცხენებში, ცხვრებსა და კენგურუებში.ჯესიკა ალენი უკვე იყო ორი შვილის დედა, როდესაც ჩინელი უშვილო წყვილისთვის სუროგატ დედობას დათანხმდა. ხელოვნურად განაყოფიერებიდან ექვსი კვირის შემდეგ კი, ექიმმა მის სხეულში ერთის ნაცვლად ორი ნაყოფი აღმოაჩინა. მათ ივარაუდეს, რომ ქალი ტყუპებზე იყო ორსულად.
ჯესიკამ მართლაც ტყუპები გააჩინა, მას ბავშვებისთვის შეხედვის უფლებაც კი არ მისცეს.მოგეხსენებათ, ჩინეთში სუროგატული დედობა აკრძალულია. ჩინელმა წყვილმა ჯესიკას შეთანხმებულ 30 ათას დოლარზე კიდევ 5 ათასი მეორე ბავშვისთვის დაუმატა.
გარკვეული დროის შემდეგ ჯესიკამ ჩინელი ქალბატონისგან მიიღო ფოტო, რომელზეც ეწერა: „არ გეჩვენება, რომ ძალიან სხვადასხვანაირები არიან?“
სხვაობა მართლაც შესამჩნევი იყო. და ვინაიდან ბავშვები ჯერ ისევ კალიფორნიაში იმყოფებოდნენ, სასწრაფოდ ჩაუტარეს დნმ-ის ანალიზი. გაირკვა, რომ ერთი „ტყუპისცალი“ მულატი იყო და მისი მამა ჯესიკას ბოიფრენდი უორდელ ჯასპერი იყო.ჯესიკას სამთვიანი ბრძოლა დასჭირდა მშობლის უფლების მისაღებად, ვინაიდან სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბავშვი ჩინელ წყვილს ეკუთვნოდა. თუმცა ბრძოლამ შედეგი გამოიღო: ჯესიკა და უორდელი დაქორწინდნენ და ახლა ერთად ზრდიან სამ შვილს.