ტეხასში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ფეხმძიმე ქალი და მისი სამი შვილი არიან
13:52:36     06-11-2017
5 ნოემბერს, საზერლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 20 კი მძიმედ დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან, მღვდლის შვილი, ორსული ქალი და 2 წლის ბავშვი.
სამხედრო ფორმაში ჩაცმული თავდამსხმელი ეკლესიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. ის მოგვიანებით მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. ის 26 წლის დევინ კელია.
თავდამსხმელი დევინ კელი 5 წლის წინ სამხედრო ტრიბუნალმა ცოლსა და ბავშვზე თავდასხმის გამო გაასამართლა. ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. ის ნიუ-მექსიკოში ჰოლომანის ბაზაზე 2010 წლიდან მუშაობდა, სანამ გაათავისუფლებდნენ.