დონალდ ტრამპი აზიურ ტურნეს იწყებს

  11:57:57     04-11-2017

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიურ ტურნეს იწყებს. აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში და ჩინეთში ჩავა.

ტურნე 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ საფრთხეებს განიხილავნ.ტურნეს ფარგლებში პირველი ქვეყანა, რომელსაც ტრამპი ეწვევა, იაპონიაა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზიაში თითქმის ორკვირიან ტურნეს მართავს.

აზიური ტურნე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰავაიზე მდებარე პერლ ჰარბორის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. პერლ ჰარბორში მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა 1941 წელს იაპონიის ავიაციის სამიზნედ იქცა, რასაც 65 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზიური ტურნე 13 ნოემბერს ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან შეხვედრით დასრულდება.