ცესკომ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
10:57:32     04-11-2017
ცესკომ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი იმ ნაწილში არ დააკმაყოფილა, რომელიც მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.
ცესკოს გადაწყვეტილებით, შედეგები მერის არჩევნების ნაწილში უცვლელი დარჩა. შესაბამისად, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩეევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლის თანახმად, თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.
„ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრუსას განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„კომისიამ არც მოწმეებს მოუსმინა და არც სადამკვირებლო ორგანიზაციას, რომლებსაც ცალსახად ჰქონდათ ჩამოყალიბებული განსხვავებული აზრი ამ დათვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ქიტესაშვილმა.