"რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისაკენ მიდის?"
14:43:09     03-11-2017
"რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისკენ მიდის?" - ამ შეკითხვით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა მინისტრს სთხოვა განმარტოს, ლარის გაუფასურება არის საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ბრალი, საგარეო ფაქტორების ბრალი, მოსახლეობის არასწორი მოლოდინების შედეგი თუ ხდება ის, რომ ლარი კი არ უფასურდება, არამედ დოლარი მყარდება და ყველაფერი კარგად მიდის”.
”თქვენ აღნიშნეთ, რომ ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული და უნდა გაგრძელდეს. შარშან ამ დროს ლარის კურსი 2.41 იყო, ხოლო ახლა არის 2.62, ანუ წლის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებულია. თქვენ როცა ლარიზაციის პროგრამა გამოაცხადეთ, ლარი 2.55 იყო და ახლა არის უფრო გაუფასურებელი, ვიდრე იყო მაშინ, როცა ლარიზაციის პროგრამის განხორციელება დაიწყეთ. რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისაკენ მიდის?”, - მიმართა ოთარ კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.