"მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიის, ბელიზის ყალბი პასპორტები და მეზღვაურის მოწმობა აღმოაჩნდა"
15:36:45     02-11-2017
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიის, ბელიზის ყალბი პასპორტები და მეზღვაურის მოწმობა აღმოაჩნდა.
მათი ცნობის მიხედვით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.
„საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.
ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.