Forbs-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა

  15:33:11     02-11-2017

ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალი Forbs-ი, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგს აქვეყნებს.

მის მიხედვით პირველ ადგილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, ხოლო მესამე ადგილზეა მილიარდერ ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი.

გამოცემის რეიტინგში ყველაზე არასახარბიელო ცვლილება ჰილარი კლინტონს შეეხო, რომელმაც ერთ წელიწადში მეორე ადგილიდან 67-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.