"ნაციონალური მოძრაობა" ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებს
13:00:37     02-11-2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ისინი ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებენ და მათ ბათილობას მოითხოვენ.
„გუშინ, პარტიული ნიშნით დაკომპლექტებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან იდილიურ გარემოში შეაჯამა ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგები. ეს ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. წინასაარჩევნო გარემო იყო არაკონკურენტული, ხოლო არჩევნების დღეს მასიური ხასიათი ჰქონდა ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელმაც არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მასიური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის ხმების კონტროლს, რაც არის „ქართული ოცნების“ „ნოუ-ჰაუ“, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო უპრეცედენტო, იყო გამოყენებული ე.წ. კარუსულების პრაქტიკა და არაერთი ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილი ამბობს, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ თბილისში 600-ზე მეტი საჩივარი დაწერა.