ნიუ იორკში მორიგი ინციდენტი მოხდა - მამაკაცმა ქუჩაში გამვლელს ცეცხლი გაუხსნა

  11:14:59     02-11-2017

ნიუ იორკში, მეგაპოლისის ცენტრში ისევ სროლის ხმა ისმოდა. „ნიუ ორკ პოსტის“ ინფორმაციით, სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

სამართალდამცველები განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთ კოლეჯთან ავტომობილიდან გადმოსულმა მამაკაცმა ქუჩაში მყოფ ქალს ცეცხლი გაუხსნა.

წინასწარი ინფორმაცით, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობა გახდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა ჯერ ყოფილ მეგობარ ქალს ესროლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.