კანადა მილიონამდე ლტოლვილს მიიღებს

  10:39:12     02-11-2017

კანადა მომდევნო სამ წელიწადში მილიონ მიგრანტს მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია გეგმაში, რომელიც კანადის ხელისუფლებამ წარადგინა.

ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 2018 წელს კანადა - 310 000 ლტოლვილს მიიღებს, 2019 წელს - 330 000, ხოლო 2020 წელს - 340 000.„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიგრანტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი საზოგადოების განვითარებაში“, - განაცხადა კანადის მიგრანტთა საქმეების მინისტრმა აჰმედ ჰუსეინმა.

მისივე თქმით, 2020 წლისთვის ქვეყანაში მიგრანტების რიცხვი საერთო მოსახლეობის რიცხვის 1%-ს გაუტოლდება, რაც კანადის მოსახლეობის გაახალგაზრდავებასაც გამოიწვევს.

ეს ინიციატივა კონსერვატორებმა უკვე გააკრიტიკეს. მათი თქმით, კანადაში უცხოელების უმეტესობა ლტოლვილის სტატუსის მისაღებად ჩადის, რაც ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება.