"მეგის ქარდავას არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი"
10:39:05     02-11-2017
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მას მხოლოდ პრესიდან იცნობს.
„მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, - დაწერა სააკაშვილმა და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექს-პრეზიდენტის „უახლოესი თანაგუნდელის“ დაკავებაზე წერს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში, 2010 წელს მეგის ქარდავა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
2010 წლის 20 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გორგასლის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.